fbpx

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური დიდი კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2,200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სათხილამურო სეზონი აქ დეკემბრის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე გრძელდება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სათხილამურო ბილიკის საერთო სიგრძე 57 კილომეტრს აღემატება. ფერდობზე ასვლა შესაძლებელია რამდენიმე საბაგირო ამწით, მოძრავი კონვეირებით, საბაგირო სავარძლებითა და საბაგირო გონდოლებით.

გუდაური საუკეთესო სასტარტო წერტილია დიდი კავკასიონის შესწავლის მსურველთათვის. ზაფხულის თვეებში გრილსა და სუფთა ჰაერზე სტუმრებს შეუძლიათ გამოიყენონ საცხენოსნო, საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკი გარეულ ფრინველთა ზონებსა და ბუნებაში გასასეირნებლად.

საბაგიროები

  • პირველი საბაგირო 1053 მეტრი- სამადგილიანი სავარძელი
  • მეორე საბაგირო 2295 მეტრი- მაღალსიჩქარიანი ოთხადგილიანი სავარძელი
  • მესამე- 1063 მეტრი- სამადგილიანი სავარძელი (კუდებამდე)
  • მეოთხე- 1104 მეტრი- სამადგილიანი სავარძელი
  • მეხუთე- 1504 მეტრი- ოთხადგილიანი სავარძელი (საძელემდე)
  • გონდოლას საბაგირო- 2800 მეტრი- რვაადგილიანი

გუდაურის სათხილამურო ბილიკების რუკა

Gudauri Winter Map - განახლებული