თქვენი ჯანმრთელობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია
ჩამოსვლა და დარჩენა:
ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას უნდა წარმოადგინოს შემდეგ საბუთთაგან ერთ-ერთი:
- კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში- ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტი
- ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი
- კოვიდინფექციისაგან ბოლო 100 დღის განმავლობაში გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთი (PCR ტესტის დადებითი პასუხი)
გთხოვთ გაითვალისწინოთ: კოვიდინფექციასთან დაკავშირებული რეგულაციები იცვლება ხშირად. სტუმრები თავად არიან პასუხისმგებელნი მოიძიონ ინფორმაცია განახლებული რეგულაციების შესახებ. შესაბამისად, სასტუმრო არ იღებს პასუხისმგებლობას ამ გვერდზე აღმოჩენილ უზუსტობაზე, რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს სტუმარი.
ჩვენ:
- ვალაგებთ და ვადეზინფიცირებთ კიდევ უფრო მკაცრი ზომების გათვალისწინებით
- ვუზრუნველყოფთ თანამშრომლებსა და სტუმრებს ხელის დეზინფექციის საშუალებებით
- ვატრენინგებთ თანამშრომლებს კოვიდინფექციის კლინიკური ნიშნების შემჩნევასა და შესაბამისი ზომების მიღებაში
- დავაყენეთ საკვების დამცავი ბარიერები
- საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება გავხადეთ სავალდებულო თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის
- ყოველდღიურად ვუზომავთ სიცხეს თანამშრომლებს
- ვიცავთ დისტანციას
- ვუზრუნველყოფთ სტუმრებისათვის PCR ტესტის დაჯავშნას