fbpx

რესტორანი კარპე დიემი

შთაბეჭდილებებით სავსე დღის შემდეგ  განიტვირთეთ ჩვენს ახალ რესტორან Montis-ში. მენიუ გთავაზობთ ქართული და ევროპული კერძების მრავალფეროვან არჩევანს. ხორცის, ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულის კერძები მომზადებულია ადგილობრივი ახალი და, ხშირ შემთხვევაში, ორგანული ინგრედიენტებით. გათბით ფინჯანი ქართული ჩაით, ან დააგემოვნეთ ქართული და ევროპული ღვინო. რესტორნის მყუდრო გარემო, ხის მაგიდებითა და რბილი ავეჯით, საუკეთესო ადგილია აქტიური დღის შემდეგ რომანტიკულ ვახშამის თუ მეგობრებთან ერთად მხიარული საღამოს გასატარებლად. მობრძანდით, დააგემოვნეთ მადისამღძვრელი კერძები და დატკბით თვალწარმტაცი ხედებით.

სამუშაო საათები: 11:00-23:00 (რესტორანი) & 11:00-00:00 (ბარი)

საუზმე

დაიწყეთ თქვენი დასვენების აქტიური დღე უგემრიელესი საუზმით. აქ დაგხვდებათ როგორც საუზმის კლასიკური არჩევანი, ასევე გამორჩეული ქართული კერძები. მიირთვით უგემრიელესი ნამცხვრები, ბეკონი ან ომლეტი. მსუბუქი საუზმის მოყვარულებს დაგახვედრებთ ხილის, იოგურტისა და ფაფების დიდ არჩევანს. მოიკრიბეთ ძალები უმაღლესი ხარისხის ყავით ან ჩაით. შემოგვიერთდით, დაიწყეთ დილა უგემრიელესად და გაატარეთ დღე ენერგიულად.

სამუშაო საათები: 08:30-10:30